14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

Sky News: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პაკისტანში შუამავლებს თეირანის მოთხოვნები წარუდგინა

Sky News-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანში შუამავლებს თეირანის მოთხოვნები წარუდგინა, ასე აშშ-ის მოთხოვნებთან დაკავშირებით ირანის ეჭვები გააცნო.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში მოლაპარაკებები პაკისტანელ კოლეგასთან, იშაქ დარისთან და პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან გამართა.

ამასთან, ირანული მხარის ცნობით, შაბათ-კვირას ისლამაბადში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აბას არაღჩისთან მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს პაკისტანში გაემგზავრებიან.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა სანქციები ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 40 კომპანიისა და გემის წინააღმდეგ დააწესა
შემდეგი სტატია„პოლიტიკო“: ორბანის წასვლის შემდეგ, ევროპის ლიდერებს აღარავინ ეყოლებათ, ვისაც რაიმეს დააბრალებენ