2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

Sky News: ევროკავშირი საქართველოში, ყულევის პორტის დასანქცირებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. ის ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს შეეხება.

გამოცემის ცნობით, პირველად, პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე.

ამასთან, სანქციების სიაში “ჩრდილოვანი ფლოტის” 42 ახალი გემი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე: ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სავაჭრო ინფრასტრუქტურა საფრთხეშია ივანიშვილის გამო
შემდეგი სტატია“პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება” – უკრაინის ბრძოლა გადარჩენისთვის