სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთმა რუსეთს ხვალამდე მისცა დრო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რამდენიმე საათის წინ პარლამენტში განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც რუსეთშია დამზადებული. პრემიერის თქმით, ნივთიერება ახალ თაობას განეკუთვნება და ასეც ქვია “ნოვიჩოკი” (ახალი – რედ).
“ნივთიერების იდენთიფიცირება მოახდინეს თავდაცვის საკითხებში, მეცნიერებასა და ლაბორატორიული ტექნოლოგიების მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა პორტონ დაუნში, რუსეთი ადრე აწარმოებდა ამ ნივთიერებას და შესაძლოა, ახლაც აწარმოებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სახელმწიფომ წინა მკვლელობას სპონსორობა გაუწია და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი თვლის, რომ მისი ქვეყნის მოქოალაქე, რომელიც ახლა სხვა ქვეყანას ემსახურება მკვლელობის ლეგიტიმური მიზანია, მთავრობამ დაადგინა, რომ რუსეთი დიდი ალბათობით პასუხისმგებელია მოქმედებაზე, რომელიც სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული” – თქვა მეიმ პარლამენტში.

“ეს ან რუსეთის მთავრობის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მოქმედებაა, ან რუსეთის მთავრობამ დაკარგა კონტროლი კატასტროფულად საშიში მომწამვლელი ნივთიერების გავრცელებაზე და ის სხვის ხელში მოხვდა” – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა. მან რუსეთს ხვალამდე მისცა ვადა, რომ მომხდარზე ახსნა-განმარტება გააკეთონ.

“თუკი რუსეთის მხრიდან არ იქნება პასუხი, რომელიც ნდობას გამოიწვევს, სკრიპალის მოწამვლა ჩაითვლება რუსეთის სახელმწიფოს მიერ ძალების კანონსაწინააღმდეგო გამოყენებად ბრიტანეთში” – განაცხადა ტერეზა მეიმ.

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “Новички” საბჭოთა მეცნიერებმა საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოიგონეს.

დღეს, ტერეზა მეის გამოსვლამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე კომენტარი გააკეთა. “ბიბისის” კორესპოდენტის შეკითხვაზე, რუსეთი არის თუ არა მოწამვლასთან რაიმე კავშირში, პუტინმა უპასუხა: “თქვენ ჯერ მანდ გაერკვიეთ რა ხდება და შემდეგ განვიხილიოთ”.
ეს პუტინის პირველი კომენტარი იყო სკრიპალის მოწამვლაზე, მანამდე კრემლის სახელით მისმა პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება.
“მისმინეთ, ჩვენ აქ სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული. როგორც ხედავთ, ეს ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული – თქვენ კი მე რაღაც ტრაგედიებზე მიყვებით. თქვენ ჯერ მანდ გაერკვიეთ რა ხდება და შემდეგ გავიხილიოთ” – სიტყვასიტყვით ასე ჟღერს პუტინის კომენტარი.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში ქალაქის ცენტრში იპოვეს მოწამლულები. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიკრემლი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას იწონებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი ყირიმზე საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს