სკრიპალების საქმეზე მეორე ეჭვმიტანილის გვარიც დაასახელეს

ჟურნალისტ-გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილის გვარიც დაასახელეს. Bellingcat და The Insider-ი თვლიან, რომ ალექსანდრე პეტროვს სინამდვილეში ალექსანდრ მიშკინი ქვია. ის წარმოშობით არხანგელსკიდან არის და სკოლაში სოფლის დიჯეი იყო. მიშკინების ოჯახი მოგვიანებით ვოლოგდაში გადავიდა საცხოვრებლად. ალექსანდრი პროფესიით სამხედრო ექიმია, მას “დამთავრებული აქვს ერთ-ერთი ელიტური სამედიცინო სასწავლებელი”. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მასაც გმირის ორდენი აქვს მიღებული, ისევე, როგორც სკრიპალების საქმეში მეორე ეჭვმიტანილს, ანატოლი ჩეგიპას.
Bellingcat-ისა და The Insider-ი ს ინფორმაციით, ალექსანდ მიშკინი უკრაინაში, დნეპრისპირეთსა და დასავლეთ ევროპაში სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობდა – “ბიბისი” წერს.

რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს ქიმიური ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურის განცხადებით, მოხდება შესწავლა, ბანკ „ქართუდან“ რამდენ პროცენტში მიიღო სესხი სალომე ზურაბიშვილმა და ხომ არ გადის ის შემოწირულებაში
შემდეგი სტატიაძარცვასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა