10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სკოტ ბესენტი: ვაშინგტონი ირანული ნავთობტანკერების ტრანზიტს ჰორმუზის სრუტეში ხელს არ უშლის

ვაშინგტონი ირანული ნავთობტანკერების ტრანზიტს ჰორმუზის სრუტეში ხელს არ უშლის,- ამის შესახებ CNBC-თან ინტერვიუში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისთვის, რომ მსოფლიოს ნავთობის მიწოდება არ შეუწყდეს და ბაზარზე არსებული დეფიციტი ნაწილობრივ მაინც შეივსოს.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილია განლაგებული, ირანი დღეში დაახლოებით 1.5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს აღნიშნული საზღვაო გზით უპრობლემოდ ახერხებს.

ბესენტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია სრუტეში ტანკერების მოძრაობის ბუნებრივ ზრდას მოელის, რადგან თავდაუსხმებლობის დაპირების ფონზე ის ტრადიციული ქვეყნები, რომლებიც თეირანთან აქამდეც ვაჭრობდნენ, ნავთობისა და გაზის შესყიდვას კიდევ უფრო გაზრდიან. ცნობისთვის, ინდურმა მედიამ უკვე დაწერა, რომ თხევადი გაზით დატვირთული რამდენიმე გემი ინდოეთში უკვე ჩავიდა. დაფიქსირდა სპარსეთის ყურედან ჩინური ხომალდების გასვლაც, რომლებმაც ნავთობი ჩინურ მცირე ზომის საწარმოებს უნდა მიაწოდონ. ამასთან, ინდოეთი ირანთან მოლაპარაკებებს დამატებით 22 გემის უსაფრთხო გატარებაზეც აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ისრაელის საელჩო: ირანმა 16 მარტს, წმინდა დღესასწაულის პერიოდში, იერუსალიმის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი: თუ საჭირო იქნება, გლობალურ ბაზარს მეტ ნავთობს მივაწვდით