14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სკოტ ბესენტი ირანზე: ზეწოლა მუშაობს

ირანის ხელმძღვანელობა აღიარებს იმას, რასაც მსოფლიო ახლა ხედავს: ზეწოლა მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი, სოციალურ ქსელში წერს.

„პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აღიარა ირანის ეკონომიკური დეფიციტი და თქვა: „ომი ოდესმე უნდა დასრულდეს“. ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი კიდევ უფრო პირდაპირი იყო: „რაც არ უნდა დიდი სამხედრო ძალა გვქონდეს, თუ ხალხი მშიერია და არ გვაქვს ფინანსური მიმოქცევა, ეკონომიკური ზრდა და შიდა წარმოება, ვერ გავძლებთ“, – წერს სკოტ ბესენტი.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ირანის რეჟიმის შემანარჩუნებელი ყველა ეკონომიკური „სასიცოცხლო ხაზის“ გაწყვეტას, სანამ თეირანი სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდება.

banner
წინა სტატიაშისტიქია მარტვილში — დატბორილია სახლები და სავარგულები
შემდეგი სტატიანინო დოლიძე: ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია