15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სკოტ ბესენტი: ჩინეთი შესაძლოა, კულისებს მიღმა აქტიურად ჩაერთოს ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი შესაძლოა, კულისებს მიღმა აქტიურად ჩაერთოს ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში.

მისი თქმით, ჩინეთი ირანზე თავის გავლენას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მცდელობისთვის გამოიყენებს.

„ჩინეთის ინტერესებში შედის სრუტის გახსნა. ვფიქრობ, პეკინი ამაზე კულისებს მიღმა იმუშავებს“, – განაცხადა ბესენტმა.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორია და ირანული ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის, რის გამოც პეკინს სრუტის გახსნის უფრო დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

„ჩინეთს სრუტის ხელახლა გახსნის გაცილებით დიდი ინტერესი აქვს, ვიდრე აშშ-ს“, – აღნიშნა ბესენტმა.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა მძლავრი არმიაა ევროპაში
შემდეგი სტატიატრამპი: ჩინეთის პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობით არ დახმარება