აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები მოხსნა.
„დღეს ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.
ბესენტის განცხადებით, ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოიყენებენ, ნავთობზე დაბალი ფასის შესანარჩუნებლად.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, ლიცენზია ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს და ნავთობის გაყიდვა იმ ტანკერებიდან მოხდება, რომლებიც 20 მარტამდე დაიტვირთა.















