6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა

პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაახარვეზა და საინიციატივო ჯგუფს კვლავ უკან დაუბრუნა
საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის ამოქმედების საკანონმდებლო ინიციატივა.

სკოლებში უფასო კვების შემოღებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით არის წარდგენილი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც გავიდა, თუმცა განსახილველად შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტისთვის გადაცემის ნაცვლად, ინიციატორებს უკან – საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე დაუბრუნდათ.

როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, პროექტში ნორმატიული აქტების შესახებ კანონებთან მთელი რიგი შეუსაბამობებია და საჭირო იყო ხარვეზის გამოსწორება.

ანალოგიური გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ 21 სექტემბრის სხდომაზეც მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი ინიციატორებს უკან საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე დაუბრუნეს. საბიუჯეტო ოფისმა ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ პროექტს თან არ ახლდა ფინანსური დასაბუთება – წარდგენილი არ იყო ფინანსური მონაცემები და საორიენტაციო ხარჯები.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორები არიან: აკაკი ჩიქობავა, ანა კამლაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ხასაია, ეკატერინე დანელია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, თათია ვერულაშვილი, ინა ჩარკვიანი და კონსტანტინე ჩაჩიბაია.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა, მთავრობამ უკან გაიწვია
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გამოძიების პროცესში, გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნა იგეგმებოდა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია