სკოლებში სწავლა შეასძლოა სექტემბრის შუა რიცხვებში ვერ დაიწყოს

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, მაგრამ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების, ერთსა და იმავე მდინარეში არ შედიან სამჯერ