სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა. ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.

2019-2020 სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 27 ახალი სკოლა აშენდა, 141 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 884-მდე სკოლამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი რიგ შემთხვევაში ერთი, ზოგ შემთხვევაში კი, ორი კვირით გადავადდა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ საპატრიარქოში გიორგი გახარიას უმასპინძლა
შემდეგი სტატიაევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს სტუმრობს