სკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდება

სკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდებასკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევაშია აღნიშნული.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, მოსწავლეების 32.5 პროცენტი ასახელებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თანაკლასელებში ფიზიკური ჩაგვრის შემთხვევებზე სმენია, ან შესწრებია. ამასთან, კიდევ უფრო მაღალია სიტყვიერი ჩაგვრის შემთხვევები.

მოსწავლეების 40.7 პროცენტი აცხადებს, რომ სხვა მოსწავლეების ჩაგვრის ფაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სმენია, ან უნახავს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩაგვრის მიზეზი მრავალგვარია და მოიცავს როგორც რასობრივ, ეთნოკულტურულ და რელიგიურ კუთვნილებას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობასა და სოციალურ სტატუსს.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ კვლევა 64 საჯარო და კერძო სკოლაში ჩაატარა. კვლევა მოიცავდა სამ სამიზნე ჯგუფს: მე-7 – მე-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნის პედაგოგებს, რომელთა სასაწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებსა და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევაში მონაწილეობა 1 480 ადამიანმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგამოძიებამ უნდა დაადგინოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა
შემდეგი სტატიაიტალიამ მაკრონი მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა