სკოლებს მთელი ღამე ვამოწმებდით, ასაფეთქებელი არ აღმოგვიჩენია – სუს

ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

“მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.” – წერის სუსის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ენა, მამული, ერთობა” , ვფიქრობ, აბსოლუტურად მისაღებია და ესადაგება დღევანდელობასა და ილიასეულ სულისკვეთებას
შემდეგი სტატიადასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით – ეკა გიგაური