სკოლების და უნივერსიტეტების გახსნა ვადაზე ადრე, არ განიხილება – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა ჯერჯერობით არ განიხილება. როგორც გაბუნია ამბობს, იმისთვის, რომ სწავლა სასწავლო დაწესებულებებში განახლდეს აუცილებელია სტუდენტებისა და სასწავლო პერსონალის აცრა.

“სკოლები და უნივერსიტეტებში მნიშვნელოვანია, რომ სწავლა განახლდეს აკადემიურ გარემოში, ამდენად ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო. გახსნა იმ ვადაზე ადრე, რაც იყო დაანონსებული არ განიხილება”,- თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიახალი ტალღების მოლოდინი, არამხოლოდ ჩვენ, ყველა ქვეყანას აქვს – გაბუნია
შემდეგი სტატიააშშ-ში პატიმრობაში მყოფი ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე პატიმრობიდან 14 სექტემბერს, ვადაზე ადრე გათავისუფლდება