6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში, საპატრიარქოს კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით,  მოსწავლე ბულინგის მსვერპლია, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა.

თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ფაქტი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სკოლის ადმინისტრაციაში „აჭარა თაიმსს“ დაუდასტურეს. ადმინისტრაციის განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიგერმანია სასაზღვრო შემოწმებას ექვსი თვით ახანგრძლივებს
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა