16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება.

BPN 2026-2027 წლების საგზაო უსაფრთხოების ახალ სამოქმედო გეგმაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, საწყის ეტაპზე, სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება,“ – წერია დოკუმენტში.

ახალი სტრატეგია ბავშვთა სავარძლების გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარებასაც ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: რუსეთის საქართველოში 2008 წლის 8 აგვისტოს შემოიჭრა, 7 აგვისტოს კი სააკაშვილმა ცხინვალის მიმართულებით დაბომბვები განახორციელა
შემდეგი სტატიამთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვას გეგმავს