სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს ოჭანესა და ჯგალში ორი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ.

“სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, აქ მცხოვრები მოსახლეობისათვის, რამეთუ ჯანსაღი თაობა არის ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში იყვნენ-აცხადებს სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელია. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიხსნება ასევე 60 ბავშვზე გათვლილი მიქავას საბავშვო ბაღი.

პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში ინტენსიურად გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: „ ამ დაკავებებს უფრო პოლიტიკური სუნი ასდის და რაღაცის გადაფარვის მცდელობებს გავს“
შემდეგი სტატიადავით გარეჯის საქმე – დოკუმენტი, რომელიც დღემდე არ გასაჯაროებულა