ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, პირთა ჯგუფი ამხილეს.
მათივე ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის დაკავებულია ორი პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ნოტარიულად დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, უძრავი ქონების მესაკუთრის სახელით, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინეს განცხადება, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ უცხოეთის მოქალაქის სახელზე რეგისტრირებული – ქ.თბილისში მდებარე 624 472 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას, რაც ვერ იქნა მათ მიერ სისრულეში მოყვანილი”, – წერია განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.