„სხვისი რეესტრის შექმნას აპირებდნენ და თავისი შემნეს“ – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს:

„სხვისი რეესტრის შექმნას აპირებდნენ და თავისი შემნეს. ამას ჰქვია: ” ბევრი ვეცადე შენთვისო, ძლივს გამოვიდა ჩემთვისო” ისე კი ბუმერანგის პრინციპია და რა ვიცი აბა, ბუმერანგი ყველა ვარიანტში უკან ბრუნდება.“

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 27 მაისს განიხილავს
შემდეგი სტატიასანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით – კაჭარავა