სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა – საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

region
: region აპრილი 15, 2019 17:21

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობა – საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით და დაარწმუნა, რომ მაღალი რანგის მფარველების წყალობით, დაეხმარებოდა მას დღგ-ს ზედმეტობის განაღდებაში, რაშიც მოსთხოვა 35 000 ლარი.

ბრალდებულმა ბეს სახით მოითხოვა და გამოართვა 20 000 ლარი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

region
: region აპრილი 15, 2019 17:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics