“სხვის შვილებს თუ შეუძლიათ, გოგაშვილის შვილსაც აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი”

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილსაც აქვს უფლება გამოხატოს თავისი პროტესტი. ასე გამოეხმაურა გომელაური ქართული ოცნების ოფისთან ნიკა გოგაშვილის მისვლას, რომელიც იქ სამოქალაქო მოძრაობების “სირცხვილია” და “შეცვალე” აქციის დასაშლელად მივიდა.

“ჩემი ყოფილი მოდაგილის შვილი იყო, კიბატონო. სრულწლოვანია და ყველას აქვს უფლება. თუ შეიძლება სხვისი შვილები იდგნენ, შეიძლება მისი შვილიც იდგეს იქ და გამოხატოს მისი პროტესტი”- ამბობს ვახტანგ გომელაური.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის შვილი ერთერთია, ვინც მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების “სირცხვილია” და “შეცვალე” აქციის დასაშლელად მივიდა. ნიკა გოგაშვილის თქმით, “გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე” და “ეს არის ტერორისტული ორგანიზაციის გამპრავებელი ძალა, რომელსაც არ აინტერესებს ქართული ფუნდამენტური ღირებულებები და არეულობას ცდილობს”. მისივე მტკიცებით, სამოქალაქო აქტივისტები თავად ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები “სირცხვილია” და “შეცვალე” მცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დეკემბრის ბოლომდე დასრულდება
შემდეგი სტატიაყვარელში ხანძრის შედეგად დაღუპული 12 წლის ბავშვის დედა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა