სხვილოს ციხისკენ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტიელბას და ზაზა გახელაძისთვის მისჯილ 12-წლიან პატიმრობას დღეს, 13 თებერვალს სხვილოს ციხესთან გააპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები და “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრები სწორედ იმ ადგილზე მივლენ, საიდანაც ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ჩვენ მოვითხოვთ საზოგადოების გააქტიურებას, რათა შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ვაიძულოთ, აქტიურად იბრძოლოს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურ აქციას გავმართავთ და საზოგადოებას, ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოვუწოდებთ. გვაქვს პოზიტიური გამოცდილება ვაჟა გაფრინდაშვილის დახსნასთან დაკავშირებით. მიმართვას ზაზა გახელაძის გატაცების ადგილიდან გავაკეთებთ“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

აქციას ასევე შეურთდნენ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

banner
წინა სტატიაშიწყნეთის ტყე-პარკში დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი ეწყობა
შემდეგი სტატიაბასილ კობახიძე: ამ ნაძირალა წმინდა სინოდმა ვაქცინაზე შავბნელი დადგენილება მიიღო