8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა!

რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!- ასე გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის ახალ ბრალზე ინფორმაციას, რომელიც გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების 4 სხვა ძალადობრივ ეპიზოდში მონაწილეობას უკავშირდება.

ეკა კუპატაძემ პროკურატურას მადლობა გადაუხადა.

„შოკი მაქვს ხალხო, ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას! რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი! მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები. რატომ ითმენდით?“- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ გრიგოლ ლილუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პროცესზე – ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი – სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს