,,სხვაობა არ არის, მოძღვრის გამო დავარღვევ კანონს, პოლიტიკოსის თუ მეზობლის”

,,მშობლის მიმართ რომ გვაქვს ვალდებულება, პირველ რიგში, ვისი ვალიც გვაქვს, იმან არ უნდა მისცეს თავის თავს უფლება, რომ ჩაგვაყენოს ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ვალის დაბრუნებამ შენს ცხოვრებას ძალიან მძიმე დაღი დაასვას.

არავის გამო არ შეიძლება უღალატო ისეთ პრინციპს, როგორი პრინციპიც არის საკუთარი შინაგანი ღირსების შეგრძნება და ის მოლოდინი საზოგადოებისგან, რაც მაქვს.

ერთხელ შეკითხვა დამისვეს სასულიერო პირებთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს გავლენა ეკლესიას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არანაირი სხვაობა არ არის, ჩემი პირადი მოძღვრის გამო დავარღვევ კანონს და მიკერძოებას გამოვიჩენ რომელიმე საქმეზე, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის გამო, მეზობლის გამო თუ ჩემი ოჯახის წევრის გამო. ეს იმდენად მიღებული სტანდარტი მოსამართლეებისთვის, აქამდე ეს რომ ასე ხდებოდეს ერთი მოსამართლის მხრიდან მაინც, აუცილებლად გამოვიდოდა სააშკარაოზე. ”-ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მერაბ გაბინაშვილმა რომან კაკულიას კითხვას, შეძლებს თუ არა პრინციპების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისი მადლიერიცაა.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი ბესელიას განცხადებას ეხმაურება-” სერიოზულად ვერ მოვეკიდები მის სიტყვებს”
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს – ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდია?