სხვადასხვა სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “თელასი” ავრცელებს.

“გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა, წყალსადენის და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ანაპის 414-ე დივიზიის, ქეთი მაღალაშვილის, შატილის, ურეკის, ცოდნისკარის და საჩხერის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავეტიკ ისაკიანის, ლევან რჩეულიშვილის, ილია ნიჟარაძის, ნუშის და ავშნის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის და ლეონტი მროველის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბაქრაძის, მილორავას, ზანდუკელის, მელიქიშვილის, მაჭავარიანის და ყაზბეგის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თავის სიტყვას გატეხენ, ეს ამომრჩეველში იმედგაცრუებას გამოიწვევს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმ დავით მრელაშვილს ესაუბრა, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა