სხვადასხვა სახის იარაღი და ნარკოტიკები – სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში წარსულში არაერთხელ ნასამართლევი 3 პირი დააკავეს, რომლებსაც ნარკოტიკი და სხვადასხვა სახის იარაღი აღმოუჩინეს.

კერძოდ, პოლიციამ 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ყ. თბილისში დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და 4 ცალი ვაზნით; ასევე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ცალი თეთრი ფერის აბი და 2 ცალი თეთრი ფერის აბის ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზა. გიორგი ყ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 24 ცალი ვაზნა ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას დაკავებულს ნარკოტიკული საშულებებების: მარიხუანასა და სუბოტექსის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების პარალელურად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნოდარ ნ.-ც დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ასევე დაკავებული იქნა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ფ. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია ქიმიური ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი ფ.-ს გათავისუფლების მოთხოვნით მისმა ოჯახმა და მეგობრებმა წარსულში არაერთი აქცია გამართეს, მათ შორის ივანიშვილის სახლთან. ბრალდებული მაშინაც იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს, რასაც ოჯახი უარყოფდა.

banner
წინა სტატიაში(video) წყლის ნაცვლად ცეცხლი – დიდუბეში ერთ-ერთ შადრევანს გაზის მილი მიუერთეს
შემდეგი სტატიაპუტინი და ერდოღანი ბოლო ერთი თვის მანძილზე ერთმანეთს უკვე მეორედ შეხვდნენ