სხვადასხვა ქვეყნის კორპორაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებენ

60-ზე მეტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის – ბოლო სასამართლო პროცესის წინ, მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ლელო” ავრცელებს.

 

“მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა”,- ნათქვამია წერილში.

“ლელოს” ინფორმაციით, მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც უდიდეს კაპიტალს მართავენ და მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს წარმოადგენენ, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარეს და იმედს გამოთქვამენ, რომ პროცესი სამართლიანად ჩატარდება და განაჩენიც გამამართლებელი დადგება.

„ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კუსრდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, „OPM29 2000“ – ვიცნობთ რა მამუკას უკვე 20 წელზე მეტია, მხარდაჭერას ვუცხადებთ მას, რადგან ვიცით რა მისი პატრიოტიზმი, პატიოსნება და ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ. მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს, მან უმასპინძლა ჩვენს, კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჰარვარდელებმა აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი შეუფასებელი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით. მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის განვითარებას და ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობები გაეცნო მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის და მათი ხელმძღვანელებისთვის. მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს”, – აღნიშნულია წერილში.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: სახეზეა ახალი შტამის ცირკულაციის მატება
შემდეგი სტატიაყაზახეთის ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდა