სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსყიდვისა და შანტაჟის გამო, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

შეკრებილები მოითხოვენ, რომ გამოიძიონ ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. წინა მოწვევის საკრებულო ამ მძიმე სიტუაციაში იკრიბება, ახალ საკრებულოს არ კრებენ და დღეს ბიუროს სხდომა აქვთ და ხვალ გეგმავენ წინა მოწვევის საკრებულოთი ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ. დღეს აქ ვიმყოფებით, ახალი მოწვევის საკრებულოების ოპოზიციური წევრები და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას. იმედი არ გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამოიძიებს. ხელისუფლება ქუჩის გარდა აღარ გვიტოვებს სხვა გზას, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ”,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა კილაბერია.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფში თავს ვერ ვხედავ და ასეთ პროცესში მონაწილეობა სწორად არ მიმაჩნია
შემდეგი სტატიაბასილაია – ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს თუ დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს