“სხდომათა დარბაზში ზოგიერთ პარლამენტრას სძინავს, ზოგი – კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს”

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივნის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, თუ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდება, ეს ქვეყანას მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

შატბერაშვილის თქმით, აღნიშნული კომუნიკაციის მოთხოვნით ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მას ინიციატივა არ გამოუჩენია.

“ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ შევთავაზეთ შეგვხედროდა და ერთად განგვეხილა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხები. მან საერთოდ უყურადღებოდ დატოვა ჩვენი წინადადება. უარიც არ უთქვამს, თუმცა იგნორი გაგვიკეთა და ეწინააღმდეგებოდა ასეთ შეხვედრებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. თუ გიორგი კვირიკაშვილი ამას გააკეთებს და სისტემატური შეხვედრები ექნება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ეს მხოლოდ ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო. ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც წესით დღეს პარლამენტში უნდა იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო ვერ მოხვდნენ, არასაპარლამენტო ოპოზიციას ვგულისხმობ, მათი აზრი ნამდვილად წაადგება ქვეყნის წინსვლის საკითხს”, – აცხადებს შატბერაშვილმა.

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი პარლამენტის უმრავლესობის წევრებსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა მათი უმრავლესობა საპარლამენტო საქმიანობაში ვერ ერკვევა, პრემიერისთვის არასაპარლამენტო ოპოზიციის კომპეტენტური აზრის მოსმენა მნიშნელოვანი იქნება.

“პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობა, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ერკვევა პოლიტიკაში და საპარლამენტო მუშაობაში. ვერც საბიუჯეტო, ვერც საგარეო-საშინაო პოლტიკაში, ვერც კანონშემოქმედებაში ერკვევა. ამის არაერთი მაგალითი ყოფილა. სხდომათა დარბაზში, მედიაც შესწრებია, რომ ზოგიერთ პარლამენტარს სძინავს, ზოგიერთი სხდომაზე ინტერნეტშია შესული და რაღაც ინფორმაციების მოპოვებითაა დაკავებული და ზოგი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს. გარდა ამისა, ვერ პასუხობენ მედიასთან ვერც საბიუჯეტო საკითხებზე კითხვებს, ვერც კანონშემოქმედებაზე. ამიტომ, ასეთი კონტაქტი თუ შედგება საქართველოს მთავრობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქვეყანას”, – განაცხადა შატბერაშვილმა “პირველ პრესკლუბში”.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კუჭავას საქმეზე პროკურატურაში შეხვედრა იწყება
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე პროკურატურაში დაიბარეს