სხდომათა დარბაზში ვეტპრეპერატი „ასდ“, იგივე ბაყაყის ხსნარი მოასხეს

ცნობილია იმ ნივთიერების სახეობა, რომელიც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად დაასხეს და რის გამოც, ევაკუაციის გამოცხადება გახდა საჭირო.

სხდომათა დარბაზში ამ ნივთიერების მოსხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო.

„საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში“, – წერია მოძრაობა „სირცხვილიას“ ფეისბუქ გვერდზე.

ხსნარი სახელწოდებით „ასდ“ ვეტ-აფთიაქებში იყიდება და ძირითადად ცხოველებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა საზოგადოების ნაწილი ირწმუნება, რომ პრეპარატის გამოყენება ადამიანებშისთვისაც შესაძლებელია ორგანიზმის გაწმენდის მიზნით. უფრო მეტიც, ბევრი მიიჩნევს, რომ ამ პრეპერატს მძიმე დაავადების გაკურნებაც კი შეუძლია.

ეს ნივთიერება რუსული წარმოების გახლავთ. პრესაში დაიწერა, რომ ომის შემდეგ საბჭოთა მეცნიერებმა ისეთ პრეპარატზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც ბირთვული ომის შემთხვევაში ადამიანებს და ცხოველებს ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისა და რადიაციისგან დაიცავდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია“ძალიან სამწუხაროა”-არჩილ თალაკვაძე გოცირიძესა და ბერაიას შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება