სხდომას საპარლამენტო ოპოზიციიდან “ევროპელი სოციალისტების” გარდა არავინ ესწრებოდა

საპარლამენტო ოპოზიციიდან “ევროპელი სოციალისტების” გარდა არავინ ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელიც სულ ერთ წუთს გაგრძელდა და სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

“დღეს მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცება მოხდა ყველა პროცედურის დარღვევით, არალეგიტიმულ ველში გადავიდა ხელისუფლება, ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ” – ამბობს “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

ევროოპტიმისტების წარმომაგენელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციამ ისინი ჯერ გარეთ შეაყოვნეს, შემდეგ კი ვერ მოასწრეს სხდომაზე შესვლა, რადგან ის ერთ წუთში დასრულდა – “ეს იყო წარმოუდგენელი სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომლებზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ შევიდა თავმჯდომარე კომიტეტის ოხანაშვილი და იქ რამდენიმე ადამიანს ვითომ ლეგიტიმაცია მიანიჭეს”.

“ჩვენ დაგვაყოვნეს, ოპოზიციონერი დეპუტატები, შემოიყვანეს რობოკოპების მეშვეობით ქართული ოცნების დეპუტატები და 9 საათზე ჩანიშნული სხდომა დასრულდა 09:02 საათზე, კენჭისყრა არ ვიცი როგორ მოასწრეს, ჩვენ ხელოვნურად დაგვაყოვნეს გარეთ, 09:02 საათზე დამთავრდა სხდომა, ამ პირობებში, რუსული რეჟიმის პირობებში ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღეს ეს უკანონო კანონი და იურიდიულმა კომიტეტმა ხელი მოაწერა ამაზე, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაზე. […] მათ საკუთარ თავებს გაუკეთეს მობილიზაცია რობოკოპების მეშვეობით, შევიდნენ დარბაზში და 2 წუთში დაასრულეს სხდომა, თუ გაინტერესებს როგორია რუსული კანონი, ეს გახლავთ რუსული კანონი, ეს გახლავთ რუსული რეჟიმი და ასე გააგრძელებს მუშაობას რუსული რეჟიმი რაც ახლა ჩაატარა ზუსტად 2 წუთის წინ ქართულმა ოცნება”, – თქვა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია 20 პირი – შსს
შემდეგი სტატიათუ ვინმეს სურს გაპროტესტება არის პარლამენტის წინა და უკანა მხარე – ოხანაშვილი