სხდომას „ქართული ოცნების“ ოფისში ეკა ბესელია არ დაესწრება

დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება“ სხდომას გამართავს, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დაესწრება. ამის შესახებ ბესელია სოციალურ ქსელში წერს. ბესელიას თქმით, ის საქართველოში არ იმყოფება და ქვეყანაში 6 იანვარს დაბრუნდება:

“ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს. მეღიმება მაინც, ეს რამ მოაფიქრათ“, – წერს ეკა ბესელია “ფეისბუქის“ გვერდზე.

სხდომას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში : ეკა ბესელიას ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში
შემდეგი სტატიაპაატა ჩახნაშვილი : აგრესია გადამდებია და მომავალ თაობას ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ, რომ აგრესია აუცილებელი არ არის