14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სხდომა დასრულდა, სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

1: ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)- 20 ხმა.

2: ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი-7 ხმა.

3: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი-7 ხმა.

გარდა სამი კანდიდატისა, დასახელდნენ სხვა კანდიდატებიც.

გაფართოებული კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე უნდა მოიწვიონ, ამ სამი კანდიდატიდან უკვე ახალ პატრიარქს აირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, რომ ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი
შემდეგი სტატიაკობახიძე: საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში