სკანდალური ვიდეოს შემდეგ ზვიად სიჭინავას პირველი ინტერვიუ ვრცელდება

sichსკანდალური ვიდეოს შემდეგ ზვიად სიჭინავას პირველი ინტერვიუ ვრცელდება.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, „აფხაზეთის ხმამ“ მასთან   კონტაქტზე გასვლა მოახერხა.”თაიმერი” გთავაზობთ ფრაგმენტს ზვიად სიჭინავას ინტერვიუდან, რომელიც “აფხაზეთის ხმამ”რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
რას ფიქრობს ზვიად სიჭინავა ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით  – სწორედ ამ შეკითხვით მიმართა მას „აფხაზეთის ხმამ“:

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვთქვა და თანაგრძნობა გამოვუცხადო სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს. რაც მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მკვლელი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი მოსაზრება ქართველებისა და აფხაზების შერიგების შესახებ. ახლაც ამ აზრზე ვრჩები, რომ შერიგება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ტრაგიკულ და მიუღებელ ფაქტებს უნდა წავუყრუოთ. უნდა ვთქვა, რომ მე მაქვს კონტაქტი ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ჩემს ნაცნობებთან, მეგობრებთან.

ვისაც საშუალება აქვს, გადახედოს აფხაზურ ინტერნეტს, ფორუმებს, ყველგან ძალიან მკაცრად და გარკვევით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, რომ რაც მოხდა, მიუღებელია. წერენ, რომ ხურჩაში მოკლული ადამიანი არც დივერსანტი იყო, არც ტერორისტი, ამიტომ ასეთი სისასტიკე მის მიმართ მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას.

ისიც უნდა ითქვას, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირების მიზნით თვითონ აფხაზეთში მცხოვრებმა ინტერნეტმომხმარებლებმაც იაქტიურეს და დღეს რომ ყველამ ვიცით მისი ვინაობა, მათი დამსახურებაცაა.

რა თქმა უნდა, მკვლელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე არ ვარ მომხრე, ერთი ან თუნდაც რამდენიმე ზნეობადაკარგული ადამიანის საქციელი ყველა აფხაზზე განვავრცოთ და მათ მიმართ სიძულვილი ვთესოთ.

მოგეხსენებათ, უზნეო და მანიაკი ადამიანები არც ჩვენ გვაკლია, უამრავი სასტიკი მკვლელობა შეგვიძლია გავიხსენოთ, მათ შორის, ყველაზე საშინელიც – შვილმა დედა მოკლა, დაანაკუწა, მერე კი წაიღო ბოსელში და დაწვა… დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს მოუნდებოდა ეთქვა, რომ აი, ქართველები ასეთი მანიაკები არიანო, ყველანი, დიდიც და პატარაც დავესეოდით ამ მოსაზრების ავტორს, შავ დღეს დავაყრიდით და მართალიც ვიქნებოდით…

მე ხალხთა შორის ისეთი ურთიერთობების მჯერა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებიან და არა კლავენ… ასეთი მაგალითი უამრავია. აღდგომის შემდგომ დღეებში ინტერნეტით ერთერთ ქართულ რადიოს ვუსმენდი და მსმენელის ზარი იყო, აფხაზეთიდან დევნილი რეკავდა. როცა წამყვანმა ჰკითხა, ვის მოიკითხავ და მიულოცავ დღესასწაულსო, ამ ქალბატონმა განაცხადა, ჩემს აფხაზ მეზობლებს მოვიკითხავ სოხუმში, აღდგომის მეორე დღეს დამირეკეს, მომიკითხეს და მითხრეს, რომ დედაშენის საფლავი მოვლილია, არ ინერვიულოო, წითელი კვერცხებიც მივიტანეთ, ჭიქა ღვინოც წავუქციეთ და დავასუფთავეთ კიდეცო…

აი, ასეთი ურთიერთობების მწამს და მჯერა, რომ ასეთ დამოკიდებულებას აქვს მომავალი და არა ისეთ მანიაკალურს, რაც ხურჩაში მოხდა…“ – ამბობს  ზვიად სიჭინავა.

 

 

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ვიზელიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საბჭო დღეს განიხილავს