სკანდალური წერილი : „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

“კურიერი” იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც მათი ინფორმაციით, TBC-ის 7000-მა თანამშრომელმა გუშინ, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგამდე 1 საათით ადრე ელექტრონული შეტყობინების სახით მიიღო. 

წერილის ავტორი მამუკა ხაზარაძეა.  ხაზარაძე TBC ბანკის გარშემო დაწყებულ კამპანიას პოლიტიკას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ უპრეცენდენტო შემოტევა და ორკესტრირებული თავდასხმა სწორედ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხორციელდება.

“მეგობრებო, თიბისელებო.
ჩვენ ბიზნეს ისტორიის 29 წლის განმავლობაში ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ეს არის ორკესტრირებული თავდასხმა, რომლის მიზანია, ჩამოგვაშორონ მე და ბადრი ჩვენს საკუთარ საქმეს, რომელსაც 27 წელი შევწირეთ თქვენთან ერთად. ასევე, ჩვენ და ბანკს დაგვაბრალონ ყველაზე საშინელი დანაშაული, ფულის გათეთრება და შემდეგ დაეპატრონონ ბანკს.
ამას ვერ დავუშვებთ!
ჩვენი გუნდი არის წარმატების მაგალითი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ჩვენ ერთად შევქმენით ეს უნიკალური კულტურის, ურთიერთობებისა და ტრადიციების მქონე პროფესიონალთა გუნდი, დღეს ამ გუნდის გახლეჩვა და დაშლა უნდათ.
ამას ვერ დავუშვებთ!
დღეს, როგორც არასდროს, ერთად დგომა არის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ბრძოლა არ იქნება ხანმოკლე. სჭირდება გამძლეობა და სიმამაცე.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ უთანასწორო და უსამართლო ომში.
ჩვენ ვიბრძლებთ!
ჩვენ გავიმარჯვებთ!”

“კურიერი”

banner
წინა სტატიაშიკობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნები იყრის კენჭს
შემდეგი სტატია“არ მინდა, შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ ისინი დაპატიმრებას“ – მელია