სკანდალური შეწყალებები – პრეზიდენტის საპარლემნტო მდივანი პროკურატურაში დაიბარეს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო ორგანოში მას გამოკითხვის მიზნით იბარებენ.
გაბუნია პროკურატურაში დღეს 25 სექტემბერს, 11:00 საათზე არის დაბარებული.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. მედიამ გაარკვია, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის 20 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

ამასთან, როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულების გარდა ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა