სკანდალური ქადაგება: “ქრისტიანებს ასეთი მთავრობა არ უნდა გვყავდეს” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი (ვიდეო)

ამ დღეებში დააპატიმრეს ერთი ახალგაზრდა, რომელმაც განუცხადა სამართალდამცველებს, რომ მას დედა ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი, არავინ ჰყავდა მომვლელი და თუ ის არ მივიდოდა სახლში, დედა გარდაიცვლებოდა.

მოსამართლემ სასჯელი მიუსაჯა და საპატიმროში დატოვა. დედამისი გარდაიცვალა. არა და ამას აკეთებს ის მთავრობა, რომელიც პირდებოდა ხალხს, რომ მართლმადიდებლობა იქნებოდა სახელმწიფო რელიგია, ანუ მართლმადიდებლობა უნდოდა გაეხადა ისეთი როგორი უსამართლოები თვითონ არიან? ასეთი უსამრთლობა ხდება და თავი ქრისტიანებად მოაქვთ. ეს ქრისტიანულ სახელმწიფოში გაუგონარია. ის, რომ ლოგინად ჩავარდნილს საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ ვიცით, მაგრამ ვინც ყურადღებას აქცევს იმას რომ საპტიმროში ტოვებ რაღაც გამოგონილი ბრალდებით, ეს ქრისტიანულ სახელმწიფოში არ უნდა ხდებოდეს.

ასეთი მთავრობა ქრისტიანებს არ უნდა ჰყავდეთ, რადგან ქრისტიანული ამაში არაფერია. არათუ ის რომ სახელმწიფო რელიგად გახადონ, არამედ ქრისტიანობას ანადგურებენ.

ასეთი სიძულვილი, რაც დრღეს ხდება არ გამიგონია ჩვენს ქვეყანაში. ამაში მტრის ხელი ურევია. ემსახურებიან არა ქვეყანას არამედ მტრებს, საქართველოს მტრებს, დაუძინებელ მტრებს!,-ქადაგებს არქიმანდიტრ დოროთე ყურაშვილი.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის აღსრულდება, უბრალოდ, საუბარია ვადებზე, ჩვენი სურვილი და მოთხოვნაა, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი დაიყვანა ევროპარლამენტის, ესტონეთის, უკრაინის, ლიეტუვის დონემდე, რაც ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს