სკანდალური ფარული ჩანაწერი, რომელსაც შესაძლოა ზუგდიდის ხელისუფლება გადაჰყვეს

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაანონესბული ფარულ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში ზუგდიდელი როინ ბულია იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციული გარიგებების მსხვერპლი.

გიხაროდენ!!!

„ეს ფარული ჩანაწერია, სადაც ბულია და მოსიძე ჩემთან მომხდარის შესახებ საუბრობენ და დახმარებას მთხოვენ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ ვიდეომასალაში აღნიშნული ფაქტებით! დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და მის დასრულებამდე ბულია და მოსიძე გუბერნატორ ლევან შონიას, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიასა და გამგებელ ედიშერ თოლორაიას ზონდერჯგუფების თავდასხმებისგან იქნან დაცულნი, ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, ამ ადამიანებზე ზეწოლა უკვე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ძალოვანი უწყებების მხრიდანაც ხორციელდება,“ –აცხადებს  კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: პოროშენკომ მთავრობის შეცვლა მოითხოვა
შემდეგი სტატია(ვიდეო) გია გაჩეჩილაძის ცნობილ განცხადებაზე კვირიკაშვილის პირველი კომენტარი