სკანდალური განცხადების შემდეგ, “ვარკეთილის” მეტროს მუშა პოლიციაში დაიბარეს

მეტრო ” ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის გამო, „ყვარელ რემ მშენის“ დაქირავებული მუშა დავით ტაბახმელაშვილი ვარკეთილის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.
რამდენიმე დღის წინ დავით ტაბახმელაშვილმა განაცხადა, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებში 5 თვის განმავლობაში მონაწილეობდა.

სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული.

სერიოზული ხარვეზების შესახებ რეაბილიტაციაზე მომუშავე პერსონალმა კომპანია გააფრთხილა კიდეც, თუმცა „ყვარელ რემ მშენის“ წარმომადგენელი დეფექტების დამალვას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა.

მისივე თქმით, რთული ვითარებაა მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრში”, სადაც იგივე პრინციპით ჭერი ესკალატორის თავზე დაამონტაჟეს.

banner
წინა სტატიაშილევან შონია : ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება
შემდეგი სტატიაბესელია ჩაბუქის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ უნდა ვუკარნახოთ