გიორგი მამალაძის ნათლულის ძმამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ჩართვა მოითხოვა და სკანდალური განცხადებები გააკეთა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ნათლულის ძმამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ჩართვა მოითხოვა და სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე გააკრიტიკა.

„მამალაძემ ჩაწერა საკუთარი ძმა, კადრები დაამონტაჟა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით აშანტაჟებდა, თუ ფულს არ გადაუხდიდა. ის სუს–ის აგენტია. მინდა შორენა თეთრუაშვილს შევახსენო, მისი წარსული და პროკურატურას ვურჩევდი დაინტერესდეს, რა მოხდა თეთრუაშვილის საპატრიარქოში მისვლამდე ერთი წლით ადრე. რატომ უკავშირდება მისი სახელი მკვლეობას? და ბოლოს, მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ილია მეორეს მის მემკვიდრედ მამა გიორგი მამალაძე ჰყავდა დასახელებული. ამ ყველაფერზე მტკიცებულებებით შემიძლია ვისაუბრო“,– აღნიშნა დეკანოზის ნათესავმა.

დარბაზში მყოფი სასულიერო პირები მემკვიდრეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას არ დაეთანხმნენ.

„უწმინდესი ვის ასახელებს თავის მემკვიდრედ, ეს მის გარდა არავინ იცის. ერთადერთი რაც ვიცით არის ის, რომ ის უნდა იყოს სინოდის წევრი და ხარისხით ეპისკოპოსი“,– აღნიშნეს სასულიერო პირებმა

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან სასულიერო პირისგან მტრის ხატის შექმნის ნიჭი აქვს
შემდეგი სტატიახელისუფლებამ გამოძიებაში არსებული ვიდეომტკიცებულებების ჩვენება მოაწყო