სკანდალური დოკუმენტი – რა იცის კალაძემ ამ დოკუმენტის შესახებ?!

ექსკლუზივი

სკანდალური დოკუმენტი – რა იცის კალაძემ ამ დოკუმენტის შესახებ?!

„თაიმერმა“ მოიპოვა სკანდალური დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 26 აპრილით, რეგისტრაციის ნომერი 1147 – შპს „ნილის“ შავ სიაში დარეგისტირების შესახებ“.

დოკუმენტის თანახმად: 2018 წლის 27 თებერვალს, ასევე 2018 წლის 16-20 მარტს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შევიდა შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ წერილები, რომლითაც ცენტრმა სააგენტოს აცნობა შპს „ნილის“ მიერ SPA170015143 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. სააგენტომ შპს „ნილს“ წერილობით აცნობა წერილის შესახებ და სთხოვა განმარტების წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, „ნილმა“ სააგენტოს განმარტება არ წარუდგინა. არადა, შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ატყობინებდა, რომ შპს „ნილმა“ არაჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მიწოდებული პროდუქციის ნაწილი არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ პირობებს და მიუხედავად იმისა, რომ შემსყიდველმა მდგომარეობის გამოსწორება მოითხოვა, მიმწოდებელმა მდგომარეობა არ გამოასწორა. ამ ფონზე „ნილს“ პატივი უნდა დაედო ისეთი სერიოზული ორგანიზაციისთვის, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და  ერთი წინადადებით მაინც უნდა აეხსნა რატომ არ (ან ვერ) ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, მაგრამ „ნილმა“, უკაცრავად გამოთქმისთვის, ფეხებზე დაიკიდა შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ წერილებიც და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა „მუშაობა“.

სააგენტოს მიერ კი დადგენილი იქნა შემდეგი გარემოებები: 2017 წლის 30 ნოემბერს შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი პურ-პროდუქტების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2017 წლის 18 დეკემბრის ოქმით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნილი“. მხარეთა შორის 2017 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება. ერთი წლით, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე, მოქმედი ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 35 985 ლარი, მოქმედების ვადად კი 2019 წლის 28 თებერვალი. საქმეში არსებობს შემსყიდველი ორგანიზაციის კვების მენეჯერის განცხადებები, საიდანაც დასტურდება, რომ „ნილის“ მიერ მიწოდებული პროდუქცია: „არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებს“. მიმწოდებელი წერილობით გააფრთხილეს ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა. მსგავსი გაფრთხილება მიმწოდებელმა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტის გამო, რამდენჯერმე მიიღო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია.

მიღება-ჩაბარების აქებით დადგინდა რომ „ნილმა“ შემსყიდველ ორგანიზაციას პროდუქციის მხოლოდ 14%-ი მიაწოდა. შემაჯამებელი დასკვით ირკვევა, რომ სააგენტომ შპს „ნილის“ შავ სიაში შეყვანა სცნო მიზანშეწონილად: „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ იხელმძღვანელა 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წამოების წესისა და პირობების“ მეშვიდე მუხლის მეექვსე პუნქტით და დაადგინა: „1. შპს „ნილი“ (ს/ნ 200135558) 2018 წლის 27 აპრილს დარეგისტრირდა შავ სიაში; 2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში“.

ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ, 26 აპრილს. რამდენიმე თვით ადრე,  2018 წლის იანვარში კი: „თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულებება გააფორმა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით: „დედაქალაქის მერიას ბაღების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის პროცედურა ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული საბავშვო ბაღებისთვის. ერთ ნაწილში, მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაღებთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. სამი პრეტენდენტი იყო და ვერც ერთმა ვერ დააკმაყოფილა ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, ამ ნაწილში შევარჩიეთ, იმ პრეტენდენტებიდან ერთ-ერთი, ვისაც უმცირესი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი. ეს არის კომპანია “ნილი” და მასთან მოხდება ერთთვიანი ხელშეკრულების გაფორმება. რაც შეეხება მარჯვენა სანაპიროზე არსებულ საბავშვო ბაღებს ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი. აქ არ არის შეწყვეტილი ტენდერი, მაგრამ იმის გამო, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა უნდა დაიწყოს 15 იანვარს, ვიხელმძღვანელეთ იგივე პრინციპით. ამ ტენდერშიც შპს “ნილის” ფასი იყო შედარებით დაბალი, ამიტომ მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ საბავშვო ბაღებსაც ერთი თვის განმავლობაში შპს “ნილი” მოემსახურება, ბავშვების კვებას რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას. აღნიშნული კომპანია შევარჩიეთ იმის გამო, რომ მას კვებით მომსახურების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ეს ინფორმაცია ატვირთულიც არის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ამავე დროს, ჩვენი უმთავრესი კრიტერიუმის გამოც – დაბალი ფასისთვის. ერთთვიანი ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანია “ნილის” მომსახურება 4,5 მილიონი ლარს შეადგენს. “ნილი” ერთი თვის განმავლობაში 171 ბაღს მოემსახურება მთელი დედაქალაქის მასშტაბით”. ამ ფაქტს წინ უსწრებდა უფასო სასადილოების სკანდალი, არქივიდან: „ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქმეში ფიგურირებს 2 მთავარი კომპანია – „ ილი ჯგუფიდანილი“: „კომპანიანილისდირექტორმა, გიორგი ჯუღელმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარტიაქართულ ოცნებასშესწირა 60 000 ლარი. ამავე წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დავით ნარმანია გახდა თბილსის მერი, გიორგი ჯუღელის კომპანიამ მიიღო ხელშეკრულება სამი წლის ვადით, რომელიც გულისხმობს უფასო სასადილოების მომსახურებას. გიორგი ჯუღელმა და მისმა კომპანიამ 2014 წლის 30 დეკემბერს, კრწანისის რაიონის გამგეობისგან მიიღო 3 მილიონ ლარზე მეტის, ხოლო 2015 წლის 30 იანვარს, ისნის გამგეობისგან მიიღო 4 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულება. ორივე შემთხვევაში, საქმე ეხება უფასო სასადილოებს. 2014 წლის 31 დეკემბერს, ასევე მიიღო თბილისის ბიუჯეტიდანჩუღურეთის რაიონის გამგეობისგან 2 მილიონ ლარამდე ხელშეკრულება, ამ შემთხვევაშიც უფასო სასადილოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. გიორგი ჯუღელმა, 2015 წლის ბოლოს, პარტიაქართულ ოცნებასკვლავ შესწირა 60 000 ლარი. ასევე, კომპანიანილიდანგიორგი ჯუღელის გარდა, „ქართული ოცნებისშემომწირველია, თეიმურაზ გიორგაძე, რომელიც გახლავთ ამავე კომპანიის დამფუძნებელი და წილის მფლობელი. მანქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ხოლო დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით: „ილი“ ჯგუფი და მისი დირექტორები, იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე პირდაპირ კავშირში არიან, თბილისის მერის ყოფილ მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან, რომელიც ახლა ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატია. იაშა ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე აქტიურად იყვნენ ჩართულები ლილუაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში 2016 წელს. ამ პერიოდში მათ მიიღეს 5 მილიონი ლარის ხელშეკრულება სამგორის რაიონის გამგეობისგან, უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის. მანამდე, 2015 წელს, მათ მიიღეს ნაძალადევის რაიონის გამგეობისგან 6 მილიონ ლარამდე ხელშეკრულება, კვლავ უფასო სასადილოების დაფინანსებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიები დამატებით შემოსავალს იღებენ „მორგებული“ ტედერებით. მაგ: 2016 წელს, სამგორის რაიონის მიერ, ხელმეორედ გამოცხადებულ უფასო სასადილოების მომსახურების დოკუმენტში- გამოცხადებულ ტენდერში, მითითებული იყო ის მისამართები, რომელებზეც ობიექტები აქვს მხოლოდ „ილი ჯუფს“. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი მსრუველისთვის მონაწილეობის მიღება გახდა შეუძლებელი. „ილი ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა უღრელიძე ასევე არის კომპანია „ნიუ სტარის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელმაც უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, სააღდგომო ნობათის შეძენის ტენდერი, ერთდროულად რამდენიმე რაიონში მოიგო, მათ შორის სამგორში და გლდანში. მაშინ, როდესაც ნაძალადევის რიაონის გამგეობამ „ნიუ სტარს“ იგივე მომსახურეობაზე დისკვალიფიკაცია მისცა. (აღსანიშნავია, რომ ათივე რაიონს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ერთი და იგივე პირობით)“. შპს „ნილი“ ასევე ფიგურირებს სასჯელაღსრულების სამინისტროსტან მიმართებაშიც, სამინისტრომ ჯერ კიდევ 2017 წელს გაავრცელა განცხადება: „ „კომპანიანილსერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანიანილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია“.

2018 წლის 17 იანვარს, საბავშვო ბაღებში არდადეგების დასრულებიდან ორ დღეში,  „თაიმერმა“ გამოაქვეყნა სკანდალური და ექსკლუზიური ფოტოები და მასალა, რომლითაც საზოგადოებამ შეიტყო, რომ შპს „ნილმა“ ბაღებში სეტანილ იქნა რძე, რომეკლიც ღვინის „ბოთლებში“ იყო ჩამოსხმული. ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა რეაგირება როგორც მერიიდან, ასევე „ღვინიანი რძის“ „დამამზადებელი“ ფირმიდან. რამდენიმე დღის შემდეგ „თაიმერმა“ ისევ გამოაქვეყნა ექსკლუზიური მასალა და ფოტოები, სადაც ბაღებში შეტანილ უვარგის ხორცსა და თევზზე იყო საუბარი. მერიამ საპასუხო განცხადებაში დაადასტურა, ბაღებში შეტანილ პროდუქციაზე ეტიკეტირება რომ არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ წესს, მერიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ შეფუთვა კანონდარღვევად არ იქნა მიჩნეული, იმდენად, რამდენადაც ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა მიმწოდებელს მუშაობა.

საქმე ისაა, რომ ბაღებში სწავლის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მერიამ ბაღებიდან გააძევა ტენდერში გამარჯვებული ფირმები და ამ „პროცედურას“ საფუძვლად არასათანადო ეტიკეტირება დაუდო. რაკი სწავლა მალევე იწყებოდა, მერიის გადაწყვეტილებით ტენდერის ჩატარებამდე შპს „ნილს“ მიეცა უფლება ბაღები საკვებით მოემარაგებინა. „ნილმა“ პირველსავე დღეს დაარღვია კანონით დადგენილი წესი ეტიკეტირების შესახებ, მერიამ განაცხადა რომ ეს მათთვის ცნობილი იყო და ლეგიტიმურად დასმულ კითხვას – თუ ეტიკეტირების დარღვევა შეიძლება, მაშინ რატომ იქნენ სწავლის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე, ტენდერში გამარჯვებული ფირმები, გაძევებულნი, – პასუხი არ გასცა. მერიამ აქცენტი გადაიტანა მენიუზე, რომელზედაც არავინ დავობდა და არც არავის უხსენებია, თუმცა მენიუთი აგორებული თემის გადაფარვა მაინც ვერ მოხერხდა.

შემდეგ ქრონოლოგიურად მოვლენები ასე განვითარდა:

5 თებრვალს გავრცელდა ინფორმაცია: „საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერებში შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ძმის პირდაპირი ინტერესები გამოიკვეთოს. ოპოზიცია აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც ტენდერში მონაწილე კომპანია „ნილის“ დამფუძნებელი და ადიკო ივანიშვილი ბიზნესპარტნიორები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით შპს “ნილის,” ყველაზე მსხვილი აქციონერი გიორგი ჯუღელი, 2011 წლიდან ადიკო ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია და ისინი ერთობლივად ფლობდნენ კომპანია „მაგნეტიტს.“ თავად „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ძმა რაიმე კავშირს კომპანია “ნილთან” და მის დამფუძნებლებთან უარყოფს. ამასთან „ნილის“ დამფუძნებელი გიორგი ჯუღელი კი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. ბიზნესმენმა პარტიას 2014-15 წლებში 120 ათასი ლარი ჩაურიცხა. ბაღების მართვის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ „ნილი,“ რომელიც წარსულში დისკვალიფიცირებული და რამდენჯერმე დაჯარიმებულია, კანონმდებლობის სრული დაცვით იმარჯვებს ტენდერებში, რომლებშიც ერთადერთი მონაწილეა“.

10 თებერვალი: „საჯარო ბაღებში ხელმეორედ გაყინული და ეტიკეტშეცვლილი თევზი შეიტანეს. სკოლამდელი აღზრდის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია, „სკოლამდელები- ჩვენი მომავალი“ ეტიკეტის ფოტოებს ასაჯაროებს, რომლებიც ბაღების მომმარაგებელმა კომპანია „ნილმა“ ბაღების დირექტორებს გადაუგზავნა. ბაღების დირექტორებს აღნიშნული ეტიკეტი თევზის შეფუთვაზე თავად გადაეკრათ და სავარაუდოდ, ვადაგასული პროდუქციის კვალი ამ გზით დაეფარათ. ბაღებში შეტანილი თევზის შეფუთვაზე წერია, რომ ორაგულის ფილე 3 თვის განმავლობაშია ვარგისი. ამავე შეფუთვაზე დატანილია ეტიკეტირება, სადაც მითითებულია, რომ ის უკვე 3 თვეზე მეტია, გაყინულია და თან პროდუქტი ხელმეორედ არის გაყინული. არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს დღეს კომპანია „ნილის“ წარმომადგენელმა უპასუხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ბაღებში დღეს უმაღლესი ხარისხის თევზი შეიტანეს, პრობლემა კი ეტიკეტების გამო შეიქმნა, რომელიც არა „ნილს“ არამედ მიმწოდებლ კომპანია „უმალს“ ჰქონდა. ბაღებში საეჭვო პროდუქტის შეტანის თემა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაურის მიზეზი გახდა. ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხოდ, თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რომ გაუგებრობა მოხდა და ბაღებისთვის ვადაგასული პროდუქტი არ მიუწოდებიათ. ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს დღეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, სააგენტოს მოთხოვნით მომხდარს სურსათის ეროვნული სააგენტო გამოიკვლევს“.

14 თებერვალი: „ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ხარვეზი, ამაზე გვექნება ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ბენდელიანმა აღნიშნა, რომ მერია ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის კონკურენციას მაქსიმალურად უზრუნველყოფდა და გამარჯვებულ კომპანია “ნილს” ტენშერში მონაწილეობას ვერავინ აუკრძალავდა. „თქვენ იცით, რომ ერთთვიანი ხელშეკრულებები გვქონდა გაფორმებული ამ კომპანიასთან იმიტომ, რომ სანამ ტენდერის შედეგს მივიღებდით, ბავშვები კვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. გუშინ გვქონდა ბოლო სხდომა საბავშვო ბაღების კვებასთან დაკავშირებით და გიდასტურებთ, რომ გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია “ნილი”. რაც შეეხება მომავალში ამ კომპანის მიერ ხარვეზების დაშვებას, ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ხარვეზი, ამაზე გვექნება ადეკვატური რეაგირება. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები არის ღია და გამჭვირვალე. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კონკურენციის პირობები“, – განაცხადა ბენდელიანმა“

დღეს კი „თაიმერი“ არკვევს, რომ „ნილი“ შავ სიაშია, საინტერესოა, რას მოიმოქმედებს მერია.

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ვინ გაყიდა ,,ქართული ლეგიონი,, უკრაინაში?
შემდეგი სტატია“თანასწორობის მოძრაობა” კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვს