სკანდალური ჩანაწერი გლდანის ციხიდან – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან საუბარს ადასტურებს

მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ადასტურებს, რომ იგი პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს რამდენიმეჯერ შეხვდა:

„მე ნამდვილად შევხვდი, თქვენ რომელზე ამბობთ არ ვიცი, რამოდენიმეჯერ შევხდი მაგ კაცს, მისი დაჟინებული მოთხოვნით. ვინახულე, ის სტრესულ მდგომარეობაში, სამარტოვე საკანში. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ლაპარაკი. სერიოზული ვერაფერი ვერ მოვისმინე, რა თქმა უნდა.

შინაარსი კი არ არის მთავარი, მთავარი ის არის პატიმართან შესული პარლამენტის წევრის საუბარი არის ჩაწერილი. ოფიციალური წერილით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს და ავიღე ნებართვა. თვითონ იძახის, რომ სთხოვე, მე დამსახურება მაქვს და იქნება შეღავათი გამიწიონო და რას მთხოვს. თვითონ რას თვლის დამსახურებად ეგ მე არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით რაც მე ვიცი იმას. არასერიოზულად მივიჩნიე მირზას ნასაუბრები, თუ რაიმე ისაუბრა იქა. არასერიოზულია, არ არის ლოგიკასთან არც ერთი რასაც ეგ ლაპარაკობს”-აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში“ჩანაწერმა თავდაყირა დააყენა 6 წლის განმავლობაში “ქართული ოცნების” მიერ სამართლიანობის აღდგენად მონათლული პასკვილი”
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანის უფლებები დარღვეულია – ომბუდსმენი