სკანდალური ჩანაწერები – ენმ მამა-შვილ რიჟვაძეებისა და ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, მამამისის და ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის, ზაზა დიასამიძის გადადგომას ითხოვოს. საქმე ეხება იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერს, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. საუბარია ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე.

ენმ-ს წევრი ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

“ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებულები და პირდაპირ ვეუბნები, რომ არ შერჩება ეს ქართულ ოცნებას, არ შერჩება მამა-შვილ რიჟვაძეებს. […] რამდენი ადამიანი უნდა ემსხვერპლოს ამ კრიმინალებს, მამა-შვილს, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად გადაყენებულ იქნას მამა-შვილი რიჟვაძეები თანამდებობიდან და პროკურატურას, გამოძიებულ იქნას” – თქვა ენმ-ს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისი თქმით, თუ პროკურატურა საკითხს არ გამოიძიებს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თხოვნით მიმართავენ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე. გარდა ამისა, მისი თქმით, მიმართავენ ყველა საელჩოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს.

“როცა უკვე არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ექცევიან ასე, როდესაც მასზე მიმდინარეობს ზეწოლა, პირველად მას 50 000 დოლარი შესთავაზეს და ამის შესახებ ისაუბრა გიორგი კირთაძემ 5 ნოემბრის ბრიფინგზე, როდესაც ამან შედეგი ვერ გამოიღო 100 000 დოლარზე და 20%-ს შუამავლები ითხოვდნენ”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ყატარის კომპანიის და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქის თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი სააკაშვილზე – ორმაგი სტანდარტის ადამიანი უკრაინაშიც არ უნდათ