სკანდალურად ბრალდებების მიუხედავად ,,ბასიანი,, მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბად დასახელდა

სასტუმროების, რესტორნების, ბარების, გალერეებისა და მსგავსი სერვისების დაჯაშვნის საერთაშორისო სისტემა hostelworld-ის საიტის გამოკითხვით, თბილისური ღამის კლუბი ,,ბასია,, მსოფლიოში საუკეთესოა.
საერთაშორისო ქსელის გამოკითხვის თანახმად, ღამის კლუბი ,,ბასიანი,, რომელიც თბილისურ მიწისქვეშეთში, წერეთლის ორ ნომერში მდებარეობს, საუკეთესოდ მისი კონცეფციის, ხარისხიანი ტექნომუსიკის, უცხოელ და ადგილობრივ ახლგაზრდებს შორის დიდი პოპულარობის გამო მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამ გამოკითხვაში ბერლინულმა და პარიზულმა ღამის კლუბებმა, მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო ოცეულში არც ერთი რუსული კლუბი არ მოხვდა.


ამ აღიარების მიუხედავად, ღამის კლუბი ,,ბასიანი,, საქართველოში სკანდალური ბრალდების ობიექტი პერმენენტულად ხდება. ყველაზე ხშირად ამ კლუბზე გავრცელებული სკანდალური ბრალდებების ავტორად მოძრაობა ,,ეროვნულების,, და ,,ქართველთა,, მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახელდება.
მიმდინარე წლის მარტის თვეში გაკეთებული განცხადების თანახმად, სანდრო ბრეგაძემ ზემოაღნიშნული ღამის კლუბი, ახალგაზრდებში სინთეთიკური ნარკოტიკების გამსაღებლად დაასახელა. ამასთანავე, მან კლუბის მფლობელად ერთ-ერთი მოქმედი მინისტრი (დაკონკრეტების გარეშე) დაასახელა. ბრეგაძემ ბიძინა ივანიშვილს პირადად მიმართა, რომ მას მისი სანდო ხალხის მეშვეობით შეემოწმებინა ეს კლუბი და თავად დარწმუნებულიყო მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
,,”ბატონო ბიძინა, ვიცი, რომ ვერ იტანთ ნარკომანიას, ზუსტად ვიცი, რომ ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და გიმალავენ, ამიტომ მე მოგაწვდით ინფორმაციას. კლუბი ”ბასიანი”, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეთიკური ნარკოტიკები, სადაც წამლავენ ახალგაზრდებს, სადაც იხოცებიან პატარა ბავშვები, სადაც ყვავის ლგბტ პროსტიტუცია —კონფიდენციალური წყაროს მომაწოდა ეს ინფორმაცი,, აცხადებდა სანდრო ბრეგაძე.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო ცხინვალი: აქციებით ქართველები საზღვრის არსებობას აღიარებენ
შემდეგი სტატიაპატრიარქი კირილი ცხინვალის მარიონეტს რუსული ეკლესიის მშენებლობაზე ესაუბრა (ვიდეო)