სკანდალი:საქართველოში არ შემოუშვეს ფაფუკწვერიანი სტუმარი

საქარტველო

saqartvelo

არის თუ არა წვერი ტერორისტის სავიზიტო ბარათი?!

გაერთიანებული ემირატებში მცხოვრებ, ინდური წარმოშობის პიროვნებას უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე. საბაბი გახდა მისი დიდი, ფაფუკი შავი წვერი, რომელმაც ქართველ მესაზღვრეებზე რატომღაც ცუდად იმოქმედა. გაზეთ  „გალფნიუსის“ თანახმად, დაზარალებულმა გადაწყვიტა შესაბამისი თანხა,ათასი დოლარის ფარგლებში მოსთხოვოს  ხელისუფლებას, რაშიც შედის ავია ბილეთების და დაჯავშნული სასტუმროს საფასური.

როგორც გაზეთი წერს, 36 წლის ემირატელმა ახალგაზრდა კაცმა, ჯაინულაბედინ ხაკიმჟიმ, გადაწყვიტა, რამდენიმე დღით ჩამოსულიყო თბილისში. მას სურდა საქართველოს დედაქალაქში აღენიშნა  ახალი წელი მუსულმანური კალენდრით, მაგრამ ვერ შეძლო საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა მისი კოლეგა უპრობლემოდ გაატარეს.

„როცა საზღვრის კონტროლის მოსამსახურე ქალმა დამინახა, უცებვე დაუძახა ცვლის უფროსს. მათ არც კი შეუმოწმებიათ ჩემი პასპორტი, ისე გამომიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით უარი მეთქვა საქართველოში შემოსვლაზე“ – უთხრა ჟურნალისტებს ემირატელმა სტუმარმა.

მისივე სიტყვებით, ამის მიზეზი გახდა გრძელი, ფაფუკი წვერი, რომელიც ასოცირდება ისლამურ რადიკალებთან. „საქართველოს ხელისუფლებას შეეშინდა ჩემი გარეგნობის. მაგრამ მე  ღრმად მორწმუნე ადამიანი ვარ და სწორედ ამიტომ ვატარებ გრძელ წვერს. უკან დასაბრუნებელი ლაინერის მოლოდინში ისე მეპყრობოდნენ, როგორც დამნაშავეს. არც  ტუალეტში წასვლა დამრთეს“.

გაზეთ „გალფნიუსის“ თანახმად, დაზარალებულმა გადაწყვეიტა, უჩივლოს საქართველოს ხელისუფლების და დაიბრუნოს დაკარგული თანხა. „მე დავკარგე ათას დოლარამდე, ამ თანხაში შედი მგზავრობის ბილეთები და სასტუმროს ფასი“ – ხაზგასმით აღნიშნა განაწყენებულმა ემირატელმა სტუმარმა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა”- ივანიშვილი პრეზიდენტის უარზე ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე
შემდეგი სტატია“არ არის ოდიოზური ფიგურა და გახმაურებული როგორც მე ვიცი”- ბიძინა ივანიშვილი რეზო საყევარიშვილზე საუბრობს