სკანდალი: ტყვია-წამლით უკანონოდ ვაჭრობა – ჯარისკაცების სკანდალი, რომელიც მინისტრმა დამალა

საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ – აცხადებს “კურიერი”.

მათი ინფორმაციით, დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. “კურიერის” ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმვალობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა.

სპეცოპერაცია სამხედროების დასაკავებლად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თვენახევრის წინ ჩაატარა, თუმცა მინისტრის ბრძანებით ამბავი დამალეს. თავდაცვის სამინისტრო იძლებული გახდა ფაქტის შესახებ ღიად მას შემდეგ ესაუბარა, რაც ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება “კურიერმა” დაიწყო და საბრძოლო მასალებით უკანონოდ ვაჭრობის თვითმხილველი სამხედროები ჩაწერა.

banner
წინა სტატიაში(Video)ვანო მერაბიშვილმა კლინიკა „მედიქლაბი“ დატოვა – პირველი ვიდეოკადრები
შემდეგი სტატიასამხედრო პოლიციამ საბრძოლო მასალის უკანონო გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა