სკანდალი – „სვეტის“ დირექტორი ნარკოდანაშაულისათვის არის მსჯავრდებული

„თაიმერი“ აგრძელებს დეველოპერული კომპანია „სვეტის“ დირექტორის, გივი ჯიბლაძის, გატაცების ფაქტზე,  არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნებას.

ვიდრე ექსკლუზიური სტატიის მეორე ნაწილს (პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ მბულზე  http://www.timer.ge/eqskluzivi-skhivi-skandaluri-saqmis-detalebi/ ) შემოგთავაზებთ, მინდა აღვნიშნო, რომ სტატიას მოსახლეობის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი გივი ჯიბლაძემ „გადაყარა“. გაგიკვირდებათ და „გადაყრილ“ ადამიანთა შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც „გარისკავდა“ და ღიად მოჰყვებოდა გივი ჯიბლაძის „საგმირო საქმეების“ შესახებ: „რამდენჯერაც კი ვინმე გადააგდო და დააზარალა, ყოველთვის გაამართლეს და ჯანდაბამდე გზა ჰქონია 30 ათას დოლარს, არ მინდა მაგ კაცს გზაზე გადავურბინო, ისევ მე გამოვალ დაზარალებული და არ შემიძლია კიდევ ერთხელ განვიცადო და გადავიტანო ის  სტრესი, რაც უკვე გამოვიარე“, – აცხადებენ „თაიმერთან“ საუბრისას, „შთამბეჭდავი“ პოზიციაა, ვერაფერს ვიტყვით!

მეტიც, რამდენიმე კვირის წინ, ამ თემაზე ტელევიზიებში გასულ სიუჟეტში, ჟურნალისტებმა დააფიქსირეს ქალბატონი, რომელმაც მათ საკმაოდ მწვავე კომენტარი მისცა. მიუხედავად იმისა, „თაიმერი“ ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ქალბატონი ქეთევენთან ინტერვიუს ჩაწერას, მან ჩვენთან  გაკეთებული კომენტარის – „ყველაფერს გეტყვით, მაგათ როგორ შევარჩენ ჩემს ფულს, ერთი დღე მადროვეთ, დღეს ვაპირებ „მშენებლობაზე“ მისვლას  და ხვალ დაგირეკავთ“, –  შემდეგ, მეორე დღეს გვითხრა: „მე კი არაფრის მეშინია, მაგრამ,  მაინც…“ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რატომღაც  ქალბატონმა ქეთევანმა გაჩუმება ამჯობინა.

გაგიკვირდებათ და „სვეტის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც კი, ნეგატიურ  კომენტართა უმეტესობის ავტორები, თავის უკმაყოფილებას  დაწყებელი თუ გაჯანჯლებულ-მივიწყებული მშენებლობების შესახებ  ე.წ. ზედმეტი სახელით რეგისტრირებული ფბ-გვერდებით, წერენ და მხოლოდ სურათებით, ან სტატუსებით ამ ადამიანებთან კონტაქტზე ვერ გავდივართ – ჩვენს წერილებს არ პასუხობენ. ძალიან ბევრმა ადამიანმა კი,  ჩვენი წერილის საპასუხოდ,  ასეთი შინაარსის შეტყობინება გამოგვიგზავნა: „დავუკვირდებით როგორ წავა გამოძიება და ამის შემდეგ, ვნახოთ“.

მოკლედ, ვითარება ასეთია –  ადამიანებს, როგორც ჩანს, „ნარის სხვისი ხელით დაკრეფა“ ურჩევნიათ და ამის შემდეგ, „გაშლილ სუფრასთან“ ყველას გაეხსნება მადა. რას ვიზამთ, ასეთია რეალობაა და ვერ გავექცევით! რა უნდა დაკარგონ ადამიანებმა იმაზე მეტი, რაც უკვე დაკარგეს როცა თავისი ფული „სვეტში“ ჩადეს? – ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურია და პასუხიც ძალიან მარტივი – ჯანმრთელობა! ნერვული სისტემა კი აღდგენას არ ექვემდებარება!

 

არის თუ არა პროკურატურა ფეხმძიმედ?!

 

სისხლის სამართლის საქმე  N009270517001,  სათაურით  –  დეველოპერული კომპანია „სვეტი“.  გამოძიების დაწყების წინაპირობა და შედეგი: კომპანიის დირექტორის გატაცება, ატეხილი აჟიოტაჟი, სპეცოპერაცია, ხმაურიანი განცხადებები, პასუხგაუცემელი კითხვები და დაკავებული პირები!

გამოძიება დაიწყო 2017 წლის 26 მაისს, 27 მაისით დათარიღებულ პატაკი, რომელსაც ხელს აწერს პოლიციის მაიორი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი, სისხლის სამართლის საქმეში გამავალ პირთა სიას ადგენს, ესენი არიან: ნიკიფორე კუტალაძე, ლევან ჩქარეული, დავით ბერეჟიანი, ნიკოლოზ ბახტაძე.

გამოძიება ასევე ადგენს დასაკითხ პირთა სიას: 27 მაისს დაიკითხა დაზარალებული, პირველ ივნისს კი  ‘სვეტის“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, წარსულში ნასამართლევი, აკაკი თადუმაძე.

ამონარიდი თადუმაძის ჩვენებიდან: „… მოვედით დაცვის ობიექტის, გივი ჯიბლაძის,  საცხოვრებელ მისამართზე… მე და მძღოლი რამდენიმე წუთით დაველოდეთ, ველოდებოდით რომ სადარბაზოში შესულიყო და მას შემდეგ წავსულიყავით, მაგრამ ამ დროს სადარბაზოდან ჩამოვიდა დასაცავი ობიექტის (ჯიბლაძის), მცირეწლოვანი შვილები და ის რამდენიმე წუთი დარჩა მათთან და გივი ჯიბლაძემ მანიშნა რომ წავსულიყავით. იმ პერიოდში, სანამ ვიყავით გაჩერებული შევამჩნიე, რომ სადარბაზოს კარებიდან დაახლოებით ათ მეტრში, იდგა ვერცხლისფერი მერსედესის მარკის მიკროავტობუსი, შევამჩნიე რომ მანქანაში იჯდა მამაკაცი, წინა შუშიდან აშკარად ჩანდა. მე ავტომანქანა მივიჩნიე რაღაცნაირად საეჭვოდ და დავაფიქსირე ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, რომელიც არის… დავიმახსოვრე აღნიშნული ნომერი, რის შემდეგაც გავემართეთ.  აღნიშნული მანქანა პირველად ვნახე იმ დღეს, აქვე განვმარტავ, რომ მას შემდეგ, რაც, გივი ჯიბლაძე დავტოვე თავის კორპუსთან და წამოვედი ჩემს საქმეებზე, როდესაც ვიმყოფებოდი ჭავჭავაძის გამზირზე, კერძოდ, „ბანკი ქართუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და როდესაც გავცდი აღნიშნულ ბანკს, ვაკე – საბურთალოს გზის მიმართულებით, სწორედ ამ დროს, მიკროავტობუსმა მერსედესმა, რომელიც ვნახე გივი ჯიბლაძის სადარბაზოსთან, გადამისწრო სწრაფი სვლით. მეორე დღეს, დილით, როდესაც მივედი დასაცავ ობიექთან (გივი ჯიბლაძესთან) ის ჩამოვიდა და მითხრა რომ ჩვენი წამოსვლის შემდეგ გაუტაცებიათ ჩემთვის უცნობ პირებს, თავზე დაუხურავთ ტომარა და გაურკვეველი მიმართულებით წაუყვანიათ, რის შემდეგადაც იძულების გზით, ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარით, სძალავდნენ ფულად თანხას. საუბარში მან მითხრა, რომ იძულების გზით ჩასვეს ვერცხლისფერი მერსედესის მარკის მიკროავტობუსში, როგორც მივხვდი, სწორედ იმ მანქანაში, რომელიც მე რაღაცნაირად მივიჩნიე საეჭვოდ. მე ვუთხარი გივი ჯიბლაძეს, რომ ვიცოდი აღნიშნული მანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშანი. აქვე განვმარტავ, რომ გატაცების დღემდე, რამოდენიმე დღით ადრე, ჩვენს მანქანას რამოდენიმე დღე დაჰყვებოდა შავი მერსედესი, სახელმწიფო ნომრით… ეს მანქანა ყველა ჩვენს მოძრაობას აფიქსირებდა რამოდენიმე დღის განმავლობაში, რაც საეჭვოდ იქნა ჩემს მიერ აღქმული, რის შესახებაც ვუთხარი გივი ჯიბლაძეს“…

მოკლედ, პურიც არის და სანახაობაც! ამ საქმესთან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ჩვენებამ, გამახსენა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების ჩვენება. როგორც „ირკვევა“ დაცვის სამსახურის მთავარი ფუნქცია ყოფილა სახლამდე, ან სახლის კართან, მიაცილონ დასაცავი ობიექტი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოქმედონ თუ დაცვის ობიექრის გარშემო რაიმე საეჭვო მოძრაობას ან გადაადგილებას ამჩნევენ. მიუხედავად იმისა, ბატონმა თადუმაძემ ჯიბლაძის გატაცებამდე საეჭვო მანქანის მოძრაობა შენიშნა, მან არაფერი გააკეთა გაერკვია ვინ იყვნენ ეს პირები და თავისი მოვალეობა ამოწურა მხოლოდ მანქანის ნომრის დამახსოვრებით. კიდევ კარგი, ბატონ თადუმაძეს კარგი მახსოვრობა და თვალი ჰქონია, თორემ „რაღაცნაირად საეჭვო მანქანების“ ნომერიც არავის ეცოდინებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ჯიბლაძე, „რაღაცნაირად საეჭვო მანქანის“ რამდენიმე დღიანი დევნის შესახებ თავის ჩვენებაში არაფერის წერს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიბლაძის სახლთან, გატაცების დღეს, ბატონმა აკაკიმ საეჭვო მანქანა შენიშნა, მან არაფერი მოიმოქმედა, გარდა იმისა, რომ ამჯერადაც დაიმახსოვრა  მანქანის ნომერი. ე.ი. ბატონმა აკაკიმ, ორჯერ გაუშვა  ხელიდან შანსი მოეხდინა სავარაუდო დანაშაულის აღკვეთა თუ არა საქმეში გარკვევა მაინც და კეთილსინდისიერად შეესრულებინა მისთვის, როგორც მცველისთვის,  დაკისრებული მოვალეობა.

უფრო მეტიც, ბატონმა აკაკიმ გულზე ხელები დაიკრიფა იმ დროსაც, როცა  მანქანამ, რომელიც ჯიბლაძის სახლთან „დალანდა“  და „რაღაცნაირად საეჭვოდ“ მოეჩვენა (მანქანის ნომერი დაიმახსოვრა), ვაკე-საბურთალოს გზაზე „ჩაუქროლა“, როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარ ჩვენებაში, „სწრაფი სვლით“ და განა პოლიციაში დარეკა და თავისი ეჭვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია პატრულს, „უფრო შორს წავიდა“ და არც თავის უფროსს (დაცვის ობიექტს, ჯიბლაძეს) არ დაურეკა. არხეინად განაგრძო გზა და რომ არა ჯიბლაძის „მოხერხებულობა“, მეორე დღეს ბატონი თადუმაძე უმუშევარი დარჩებოდა.  საინტერესო და „უმნიშვნელო“ დეტალებია, არა?! ხუმრობა იქით იყოს და კიდევ კარგი „ბანკი ქართუსთან“ „დაუაბგონეს“ გამტაცებლებმა გატაცებულის დაცვის წევრს, თორემ იმ „რაღაცნაირად საეჭვო“  მანქანას, რომელსაც ჯიბლაძის სახლთან მიაქცია და თან არ მიაქცია ყურადრება, ვერ შენიშნავდა. წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი რომ „მოელანდებოდა“  ბანკთან თადუმაძეს, რამდენ რამეს დაიმახსოვრებდა?!

ამ ფონზე, მინდა „თაიმერის“ მკითხველებს შევახსენო სტატიის პირველი ნაწილიდან ჯიბლაძის ჩვენების ამონარიდი: „მე გავემართე სადარბაზოს მიმართულებით, რა დროსაც სადარბაზოსთან მდგარი მიკროავტობუსიდან გადმოხტა დაახლოებით სამი ადამიანი, ორივე მხარეზე ჩემდა მოულოდნელად გამიყარეს ხელმკლავი და იძულებით ჩამტენეს მანქანაში, ჩამაწვინეს მანქანის იატაკზე, უცებვე თავზე წამომაფარეს ტომარა, მე ვუძალიანდებოდი, ვცდილობდი მეყვირა, მაგრამ პირზე ხელი ჰქონდათ აფარებული და ყვირილის კი არა, სუნთქვის შესაძლებლობაც კი მქონდა შეზღუდული. მეუბნებოდნენ, გაჩერდი, ნუ ცდილობ წინააღმდეგობის გაწევას, თორემ მოგკლავთო. შენ ვინ გადააგდე, ახლა ნახავ ვინებიც ვართ და რისი გამკეთებლები ვართო, ბუნებრივია შემეშინდა…“
10-15 წუთის შემდეგ, მანქანა გაჩერდა, ჯიბლაძეს „მეშოკი“ მოხსნეს და მან დაინახა იქვე, „უმეშოკოდ“ (ნიღბის გარეშე), მსხდომი მისი გამტაცებლები: დავით ბერეჟიანი (ბავშვობიდან ვიცნობო, – წერს), ნიკოლოზ ბახტაძე, ლევან ჩქარეული, ნიკიფორე კუტალაძე და მისთვის უცნობი მეხუთე პირი.
ჯიბლაძე ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, გამტაცებლებმა მანქანა 10-15 წუთის შემდეგ გააჩერეს. ყიფშიძიდან 10 ან თუნდაც 15 წუთიან მონაკვეთში, უღრან ტყეში ვერ მოხვდება ადამიანი, ეს ერთი და მეორე, გამტაცებელი „მეშოკის“ გარეშე ვინმეს წარმოუდგენია?
თუ ჩვენების ავტორს ამით სურს, გაამძაფროს ვითარება და ხაზი გაუსვას ვარაუდს – „მეშოკის“ გარეშე „მოლანდება“ გატაცებულის გარდაუვალი სიკვდილია, – ეს სხვა თემაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯიბლაძისთვის „ჩიტი არავის აუფრენია“. მეტიც, ჩვენებაში ჯიბლაძე წერს: „ნიკოლოზ ბახტაძემ მითხრა, დღეს შენ აქედან ვერსად წახვალ, სანამ 150 ათას დოლარს არ მოიტანო, ლევან ჩქარეულმა კი თქვა რუსულად „მე ახლა პრეზერვატივს მოვიტან და ნახე ამას რას ვუზამო“. ე.ი. მიუხედავად იმისა, ჩქარეულს „ჩაფიქრებული“ ჰქონდა „ნახე ამას რას ვუზამ“, მას თან არ ჰქონია „ნახე ამას რას ვუზამს“ „მოწყობილობა. „მოვიტანო“ ჩქარეული ამბობს, ე.ი. მანქანიდან უნდა დაგასულიყო და სადმე, სავარაუდოდ, იქვე, (აბა, ქალაქიდან შორსმყოფი, ქალაქში ფეხით რომ ჩამოსულიყო მუქარას დილამდე ვერ აღასრულებდა, მეორე მანქანის არსებობის შესახებ კი საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი) არსებულ აფთიაქში თუ მაღაზიაში უნდა შეეძინა „პლაშოვკა“. ასეთი მოუწესრიგებელი გამტაცებლები, ყველაზე სულელურ კრიმინალურ დრამაშიც კი ძნელად წარმოსადგენია. ჩვენებაში არაფერი წერია, იყიდა თუ არა პრეზერვატივი და შეასრულა თუ არა, რუსულად გაჟღერებული მუქარა, ჩქარეულმა. ჩვენებიდან ჩანს, რომ ჯიბლაძეს ძალიან გაუმართლა, გამტაცებლები, გარდა იმისა, რომ მათ თან არ აღმოაჩნდათ პრეზერვატივი, გარდა იმისა, რომ ცხვირ-პირი არ ჰქონდათ დაფარული, „ჟმოტები“ აღმოჩნდნენ და არც „ნახე ამას რას ვუზამ“-ს მეორე ნაწილი – საქმეში ქურდის ჩარევა, მოისურვეს, თუმცა თავიდანვე თავად შესთავაზეს გატაცებულს ქურდი, როგორც „საგარანტიო წერილი“, შედეგ კი გადაიფიქრეს „ქურდი ფულს გაგვიყოფსო“. და, ეს ყველაფერი გატაცებულს მოასმენინეს. მართალია, გამოძიებამ არ იცის, რომელ ქურდზე შეაჩერეს გამტაცებლებმა არჩევანი, მაგრამ ხომ უნდოდათ? მთავარი სურვილია.
კიდევ ერთი „ანეკდოტი“ ჯიბლაძის ჩვენებიდან, გთავაზობთ ამონარიდს: „… მე ამაზედაც დავთანხმდი, ისინი ელოდებოდნენ ჩემი მხრიდან ორშაბათს, .. 29 მაისს, აღნიშნული 200 კვადრატული ფართის გადაფორმებას, სამშაბათს 100 ათას აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენ 50 ათას დოლარს 10 ივნისს, როგორღაც ამ პირობებზე შევთანხმდით, რის შემდეგაც თავზე წამომაცვეს ტომარა და გამომიყვანეს ავტოფარეხიდან, იარეს სწრაფი სვლით და რამოდენიმე წუთში გააჩერეს მანქანა, მომხსნეს ტომარა და ვნახე რომ ვიყავი ჩემი კორპუსის შესახვევთან“…
ანეკდოტებზე ხალხი იცინის ხოლმე, ესაა ანეკდოტის დანიშნულება, მაგრამ რაკი ჩვენ განსაკუთრებულ ანეკდოტთან გვაქვს საქმე, მოგახსენებთ: .. ჯიბლაძეს თავზე ტომარა იმიტომ ჩამოაცვეს, რომ 10-15 წუთი ეტარებინათ ქალაქში, ეს ერთი. მეორე, ტომარა მოხსნეს იმიტომ რომ, გატაცებულს გამტაცებლები თავისუფლად ამოეცნო, საჭიროების შემთხვევაში. გამტაცებლები გატაცებულს პრეზერვატივით და იარაღის ტრიალით აშინებდნენ, მაგრამ სიტყვა საქმედ არ აქციეს, ეს მესამე. მეოთხე, გატაცებულმა და გამტაცებლებმა შეიმუშავეს ფულის გადახდის გეგმა. ეს მომენტი არის ჯიბლაძის ჩვენებისსაუკეთესონაწილი: .. თურმეგრაფიკის შედგენათავზემეშოკისჩამოცმის და პრეზერვატივის გარეშე შეუძლებელი ყოფილა, მერე რა, რომ გამტაცებლებსფულის მოტანის მოყომარებამანქანაშივე სურდათ იარაღის ტრიალის და სავარაუდოდ პრეზერვატივის ფონზე?!

დაბოლოს, „თაიმერმა“ „სვეტის“ საქმეზე მუშაობისას კიდევ ერთი ექსკლუზიური და ვიტყოდი სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა: ჩვენ გავარკვიეთ, რომ  2016 წლის დეკემბერში  „სვეტის“ დირექტორი, ბატონი ჯიბლაძე, გასამართლებულ იქნა ნარკოდანაშაულისათვის. სასამართლოში ჯიბლაძის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ბეჟან ჩიქოვანი. „თაიმერი“ დაუკავშირდა ბატონ ბეჟანს:

_ ბატონო ბეჟან, „ტაიმერი“ მუშაობს „სვეტის“ დირექტორის გატაცების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მასალებზე. ამ საქმესთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს, ჯიბლაძის ნასამართლეობას, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ: თქვენ იცავდით სასამართლოში ჯიბლაძის ინტერესებს.

_ დიახ.

_ საქმე ნარკოდანაშაულს ეხება, ხომ?

_ დიახ, ნარკოდანაშაულს ეხება.

_ არ შეგიძლიათ ვრცლად მესაუბროთ საქმის დეტალებზე?

_ დასავლეთში ვარ და არ შემიძლია.

_ კარგით, მაშინ ერთადერთ კითხვაზე მიპასუხეთ –  ჯიბლაძე თავდებით გაათავისუფლეს?

_ დიახ, თავდებშია.

ბატონ ბეჟანს თავისუფლად შეეძლო, საერთოდ არ ეპასუხა ჩვენს კითხვებზე, დაეტოვებინა კითხვები ღიად, რაც მხოლოდ ეჭვს გამოიწვევდა საზოგადოებაში და მეტს არაფერს, მაგრამ როგორც ჩანს, ის პატიოსანი ადამიანია და ამიტომ ჩვენ აღარ დავუსვით კიდევ ერთი კითხვა –  ვინ დაუდგა თავდებში ჯიბლაძეს და ვინ აიღო თავზე ნარკოდანაშაულის საქმეში ბრალდებულის „გოგრის ფოთოლი“ ყოფილიყო?!  საინტერესოა, ისიც, რატომ ჰგონია ჯიბლაძეს პროკურატურა და სასამართლო 25 ან 27 წლის გოგო, რომელიც შეიძლება „რენჯ-როველით“ მოხიბლო და ცოლიანმა კაცმა, ცოლობა დაპირდე?! „ეს ხომ ელემენრატულია ვატსონ“ – გოგონამ  შეიძლება ბავშვი გაგიჩინოს?!  აი, სწორედ ახლაა პროკურატურა ფეხმძიმედ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები?!

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)თბილისის მერიამ მოქმედ ლიანდაგზე ასფალტი გადააგო
შემდეგი სტატიამსჯავრდებულმა „ელექტრონავტ 2016“-ის დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა