სკანდალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ – ეკა გიგაური რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ სკანდალი პირველი შემთხვევა არ არის. გიგაურის თქმით, მაღლაფერიძის და ბექაურის შეხვედრას რეაგირება უნდა მოჰყვეს.
გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი და ხელისუფლებისათვის სასურველი წევრების შერჩევაში აქტიურად არიან ჩართული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ PR სამსახურის უფროსი და ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი.
„ცხადია, ძალიან რთულია, დავამტკიცოთ, ის, თუ კონკრეტულად, რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ის, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა, ზოგადად, გაუმჭვირვალე პროცესთან დაკავშირებით, ესეც არის ფაქტი და უფრო აღმაშფოთებელი არის შემდეგ, უკვე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩაერთვება ბორდის არჩევის პროცესში,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევა – კახიძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია(video) საჩხერეში წყალდიდობის შედეგად ბაზრის ტერიტორია დაიტბორა