სკანდალი სასაზღვრო პოლიციაში – შვილისთვის შეძენილი 30 000-იანი ავტომობილი და მეგობრებისთვის დარიგებული ოპერატიული ნომრები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2015 16:42

სკანდალი სასაზღვრო პოლიციაში – შვილისთვის შეძენილი 30 000-იანი ავტომობილი და მეგობრებისთვის დარიგებული ოპერატიული ნომრები

სკანდალი სასაზღვრო პოლიციაში – შვილისთვის შეძენილი 30 000-იანი ავტომობილი და მეგობრებისთვის დარიგებული ოპერატიული ნომრები
გადადგება თუ არა სასაზღვრო პოლიციის შეფი?
ამას წინათ ლუკა კურტანიძემ და მისმა მხარდამჭერებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის გადადგომა მხოლოდ იმის გამო მოითხოვეს, რომ საკუთარი კოლეგის, ლევან გვაზავას სანახავად მისულმა სასაზღვრო პოლიციის შეფმა, გვაზავა უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანად მოიხსენია…
დაგვეთანხმებით ალბათ, რომ მეგობრის შექების გამო ჯვარზე არავინ გაუკრავთ, თუმცა ფაქტები, რომლის შესახებაც ქვემოთ უნდა გიამბოთ, ალბათ ღირს დასაფიქრებლადაც და შესაბამისი პირების მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებადაც…
ცხადია, ინფორმაციების დიდი ნაწილი „თაიმერმა“ კომპეტენტური წყაროებისგან მიიღო და არც ის არის რთული მისახვედრი, რატომ ვერ ვაკონკრეტებთ მათ ვინაობას…

ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა
მაშ ასე, დავიწყოთ საქმის ოფიციალური და საჯაროდ გაცხადებული ნაწილით: გასულ თვეში, მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდი გადაადგილება მოხდა, ზურაბ გამეზარდაშვილსაც გაუძლიერდა პოზიციები – მან პოსტიც შეინარჩუნა და თან მინისტრის მოადგილის სტატუსიც მიიღო. დამსახურებების შესახებ, ალბთ, მისი პრესსამსახური უფრო კარგად მოგახსენებთ, ჩვენ კი ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციებს გაგიზიარებთ. ამ „სიკეთის“ მოსაპოვებლად“, სასაზღვრო პოლიციის შეფმა მანევრებს იმ დროიდანვე მიმართა, როგორც კი უწყებას ხელმძღვანელად ვახტანგ გომელაური მოევლინა. გამეზარდაშვილი ჭიკაიძის მინისტრობის დროს თავს ხელშეუხებლად მიიჩნევდა, ვინაიდან ის თამაზაშვილ-ღარიბაშვილის მფარველობის ქვეშ იმყოფებდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მისი უწყების ბიუჯეტსაც მეტად „საინტერესოდ“ განკარგავდა. ასე მაგალითად: ჭიკაიძის მინისტრობის დროს ზურაბ გამეზარდაშვილმა სასაზაღვრო პოლიციის ბიუჯეტიდან 30 000 გამოყო ავტომობილის შესაძენად. აღნიშნული ავტომობილი კი საჩუქრად სუსს გადასცა. ერთი შეხედვით ამაში დანაშაული არაფერია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამ ავტომობილით დღესაც მისი ვაჟი სარგებლობს, რომელიც სუსის თანამშრომელია, ყველაფერი ნათლი ხდება. გამოდის, რომ მამამ შვილს მანქანა ბიუჯეტიდან შეუძინა. ამ დროს კი ქამრების შემოჭერა, უმანქანობა და უსაწვავობა რიგით თანამშრომლებზე აისახება მხოლოდ, რომლებიც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოპერატიულ დავალებებზეც ვერ გადიან. ამას წინათ პრესაშიც გაჟრედა მცირე შეტყობინებები იმის თაობაზე, რომ საკუთარი ბინისთვის შეძენილი ავეჯი – მაგალითად ორი საწოლი, გამეზარდაშვილმა ბიუჯეტიდან შეიძინა, როგორც სამუშაო ოთახის ინვენტარი (?!)…
ეს შეხმატკბილებული ურთიერთობა მეგობრულად განწყობილ „ვერხუშკასთან“ დიდხანს არ გაგრძელებია. როგორც კი სახელისუფლებო კულუარებში სასწორის მეორე მხარეს ივანიშვილის ხელდასმული ფიგურები მოძლიერდნენ, ჩინოვნიკმა პოზიციების გამყარება „ამა ქვეყნის ძლიერების“ ოჯახის წევრების დაწინაურებით გადაწყვიტა. ასე მაგალითად, ინსპექტორის პოზიციიდან სამმართველოს უფროსის პოზიციაზე აღაზევა ხელისუფლების აწ უკვე კულუარებში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის, ყოფილი მთავარი პროკურორ ფარცხალაძის ძმა… პარალელურად, არც იმ გუნდის მოფერება დავიწყებია, რომლის მხარდაჭერითაც შეიძლებოდა შს-ს ახალი ხელმძღვანელი მოვლენილიყო. შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურა რომ უცნობი იყო, გამეზარდაშვილმა სოციალური ქსელით დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიკითხა და მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა ვახტანგ გომელაურს – „დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამსახურის მუშაობა თქვენნაირი პროფესიონალი, საქმისადმი თავდადებული, კეთილშობილი, პატიოსანი და მართალი ადამიანის ხელმძღვანელობით ნამდვილად იქნება წინაპირობა ქვეყნის წინსვლასა და მოქალაქეთა კეთილდღეობისა.“

trio
ამ მანევრებს მნიშვნელოვანი საფუძველიც ჰქონდა – გომელაურის მინისტრობის პირობებში გენერალური ინსპექცია დაინტერესდა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელის მანქანაზე გაკრული შსს-ს საშვითა და ოპერატიული ნომრებით, რომლის განკარვის უფლება მხოლოდ ოპერატიულ სამსახურებს ეძლევათ. აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება ზურაბ გამეზარდაშვილის მეგობარი იყო. ამ საქმის წარმოება მაშინვე ჩრდილში გადავიდა, როგორც კი გომელაური უსაფრთხოების სამსახურში გადაადგილდა, გამეზარდაშვილი კი მინისტრის მოადგილის სტატუსით აღიჭურვა. თუმცა, როგორც ჩანს ამ სტატუსმაც ვერ უშველა ძველ მფარველებთან ძველი ნდობის აღდგენაში: როდესაც შს მინისტრად მღებრიშვილი დაინიშნა, თამაზაშვილმა კახეთში ორასკაციანი ნადიმი მოაწყო, სადაც გამეზარდაშვილისთის ადგილი ვერ მოიძებნა. როგორც ჩანს, მას ორპირობაც დაუწუნეს და პრობლემებსაც მოერიდნენ… შესაბამისად სულაც არ არის გამორიცხული, რომ ახალი მინისტრიც დაინტერესდეს გენერალურ ინსპექციაში ბოლო დროს მიძინებული სკანდალური საქმით. აი მაშინ კი კურტანიძეს და მის მეგობრებს ნამდვილად ექნება მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის რეალური საფუძველი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 8, 2015 16:42

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics