სკანდალი – საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საიდუმლო მასალები მოსკოვს გადაუგზავნა

სკანდალი - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საიდუმლო მასალები მოსკოვს გადაუგზავნა

prokurat_3სკანდალი, რომელშიც შესაძლოა, საქართველოს მთავარი პროკურატურა აღმოჩნდეს გარეული. “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში მომუშავე პირების შესახებ პერსონალური მონაცემები და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამხედრო პოლიციაში მუშაობდნენ.

ადვოკატ რომეო საჯაიას ინფორმაციით, რუსეთის პროკურატურამ, საქართველოს მთავარი საგამოძიებო უწყებიდან მასალები მოსკოვში, გენერალ დუმბაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ გენერალ-მაიორ რომან დუმბაძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის შეკვეთის ფაქტზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2016 წლის 7 აპრილს ბრალი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის მეგის ქარდავა წაუყენა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, ქ. მოსკოვში ოთხკაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოში იქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

სწორედ ამ საქმის ძიების ფარგლებში მიაწოდა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამხედრო პოლიციის საიდუმლო მასალები რუსეთს – აცხადებს გენერალი გიგი კალანდაძე

“რუსთავი 2” ფაქტების გადასამოწმებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გაცვლის ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება. თუმცა, იმის გამო, რომ გენერალ დუმბაძის მკვლელობის საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიმერსი სულხანიშვილი სკანდალურ ვიდეოზე პირველ კომეტარს აკეთებს
შემდეგი სტატიასოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალება სავარაუდოდ მკვლელობას უკავშირდება